გერმანიის კანცლერი, ოლაფ შოლცი უარს ამბობს კიევში ჩასვლაზე – მიზეზად მან უკრაინის გადაწყვეტილება დაასახელა, არ მიეღოთ სტუმრად გერმანიის პრეზიდენტი, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი. ინფორმაციას „შპიგელი“ ავრცელებს.
ოლაფ შოლცის გადაწყვეტილება უკრაინის ელჩმა, ანდრეი მელნიკმა გააკრიტიკა.
“შეურაცხყოფილი ძეხვივით მოქცევა სახელმწიფო მოღვაწეს არ შეეფერება”, – განაცხადა მელნიკმა.