გერმანიის სატარეო საქმეთა მინისტრი, ანალენა ბაერბოკი უკრაინაში ჩავიდა და ბუჩას მცხოვრებლებს შეხვდა. ვიზიტი დაგეგმილი არ იყო. ინფრომაცია BBC-მ გაავრცელა.
„ბაერბოკი ბოლოა იმ უცხოელი დიპლომატებისა და ლიდერების რიგში, რომლებიც ქალაქს ეწვივნენ“, – წერს BBC-ი.
გერმანელი მინისტრის 10 მაისის მოგზაურობის შესახებ რამდენიმე დასავლურმა საინფორმაციო სააგენტომ აღნიშნა, რომ ბაერბოკი გერმანიის მინისტრთა კაბინეტის პირველი წევრია, რომელიც კიევს ეწვია მას შემდეგ, რაც რუსეთმა თებერვლის ბოლოს უკრაინაზე არაპროვოცირებული შეტევა დაიწყო.