ემანუელ მაკრონმა გერმანიაში ვიზიტის დროს განაცხადა, რომ საფრანგეთის და გერმანიასთან მიზანია, ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას რაც შეიძლება მალე მიაღწიონ.
პრეზიდენტად მეორე ვადით არჩევის შემდეგ, ეს მაკრონის პირველი ვიზიტია გერმანიაში. კანცლერ ოლაფ შოლცთან შეხვედრის შემდგომ მხარეები შეთანხმდნენ, რომ ომი დასრულებულად მხოლოდ რუსეთის ჯარების სრულად გამოსვლის შემდეგ ჩაითვლება.
“რაც გვინდა, არის ის, რომ ცეცხლი რაც შეიძლება მალე შეწყდეს”, – განაცხადა მაკრონმა. მისივე თქმით, სამშვიდობო მოლაპარაკებების დროს უკრაინის მხარდაჭერა მნიშვნელოვანია. “ჩვენ უკრაინის სურვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარეს ვართ.- თქვა მან.
გერმანიის კანცლერის განცხადებით, ვითარების დეესკალაცია მნიშვნელოვანია, თუმცა ასევე წარმოუდგენელია უკრაინა დათანხმდეს ისეთ პირობებს, რომელიც მისი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის მიუღებელი იქნება.