შინაგან საქმეთა სამინისტროსთან პარტია „გირჩის“ ორგანიზებით აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეებმა რამდენიმე დღის წინ ახალგაზრდა კაცის მოკვლა გააპროტესტეს.
გამოძიების ვერსიით, 30 წლის კაცი პოლიციელის ტყვიამ მაშინ იმსხვერპლა, როცა მის დაკავებას ცდილობდა. 18 აპრილს, საღამოს თბილისში, გუდიაშვილის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე პოლიციელის ტყვიამ ახალგაზრდა კაცი მოკლა.
“მიწიდან გაურკვეველი ნივთის ამოღებისთანავე, მამაკაცთან სწრაფად მივიდა პოლიციის დეტექტივი, რომელსაც ხელში ეჭირა ცეცხლსასროლი იარაღი და განუცხადა, რომ იყო დაკავებული. ახალგაზრდა მამაკაცმა გადაყლაპა მიწიდან ამოღებული ნივთი და გაქცევა დააპირა, აღნიშნულზე პოლიციელმა სცადა მისი შებოჭვა, რა დროსაც მას გაუვარდა იარაღიდან, რასაც ახალგაზრდა მამაკაცის გარდაცვალება მოჰყვა”, – აცხადებენ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში.
საგამოძიებო მოქმედების შემდეგ დეტექტივი დააკავეს.