„უკრაინამ გამოგზავნა ოფიციალური თხოვნა, რომ დაგვიბრუნეთ ჩვენი მოქალაქეო, რადგან მოგეხსენებათ, რომ ჩემი შვილი ფაქტობრივად, განდევნეს აქედან, ჩამოართვეს მოქალაქეობა და იძულებული გახდა გამხდარიყო უკრაინის მოქალაქე. უკრაინა ითხოვს, რომ დაგვიბრუნეთ ჩვენი მოქალაქე და არ ვიცი, ამას რა მოჰყვება. მე მაქვს ინფორმაცია, რომ ზელენსკიმ ჩვენს პრეზიდენტს მიმართა პირადად, მაგრამ არავითარი რეაქცია ამას არ მოჰყოლია აქეთა მხრიდან. ამასობაში მისი მდგომარეობა დამძიმდა და ის სიმპტომები, რომლებიც თავიდანვე იყო გამოხატული, ახლა ბევრად უფრო დამძიმებულია“. – განაცხადა მიხეილ სააკაშვილის დედამ, გიული ალასანიამ.
მისი თქმით, ყოფილი პრეიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა საგანგაშოა.
„ჩემთვის მისი ჯანმრთელობა, პირველ რიგში, არის პრიორიტეტი. მრჩება შთაბეჭდილება, რომ ეს თემა გახდა რუტინული, ჩვევაში გადავიდა, ადამიანი ზის და ზის, რა მოხდა?! ერთეულები არიან, რომლებიც ახსენებენ. როგორ მოვიქცეთ?!თითქოს ყველ ხერხს მივმართეთ, ყველას მივმართეთ თხოვნით, რომ იქნებ ვუშველოთ ამ ადამიანს. სიმპტომები, რომელიც ადრე იყო გამოხატული, ახლა უფრო დამძიმებულია. უკვე დღეს თვითონაც ილაპარაკა. მე არ მახსოვს, რომ მას თავის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე რამე ეთქვა. ბოლო პროცესებზე უკვე თვითონ ამბობს – “მე ვარ ავად, უსათუოდ მჭირდება მკურნალობა”, – თქვა ალასანიამ.
მანვე აღნიშნა, რომ ექიმების დასმული ყველა დიაგნოზის მიხედვით, სააკაშვილს სჭირდება მკურნალობა.