Wednesday, May 31, 2023
spot_img
მთავარისამართალიგუგა და დავით კაკულიებს პატიმრობა შეეფარდათ

გუგა და დავით კაკულიებს პატიმრობა შეეფარდათ

გუგა და დავით კაკულიებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ჯემალ კოპალიანმა გამოაცხადა. დღევანდელ სხდომაზე დაკავებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელეს. პროკურატურა დაკავებულების მიმართ ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების პატიმრობის გამოყენებას მოითხოვდა, ბრალდებულების ადვოკატმა გიორგი ანთაძემ კი მათი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლების შუამდგომლობა დააყენა.

პროკურორ თამარ ყულჯანიშვილი აცხადებს, რომ ორივე ბრალდებულის პატიმრობაში ყოფნის როგორც ფორმალური, ასევე ფაქტობრივი საფუძვლები არსებობს. ყულჯანიშვილის განმარტებით, კაკულიების მხრიდან მიმალვის, მტკიცებულებების განადგურებისა და ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხეები არსებობს. პროკურორის განმარტებით, ბრალდებულებისთვის შემაკავებელი არ აღმოჩნდა ის ფაქტი, რომ ხალხმრავალ ადგილას იმყოფებოდნენ. მისივე თქმით, ძმებმა კაკულიებმა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი უკანონოდ სავარაუდოდ, 2021 წლის ივნისიდან 2022 წლის მაისამდე გადმოკვეთეს.

ადვოკატ გიორგი ანთაძის განცხადებით, კაკულიების მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების საფუძვლები არ არსებობს. ადვოკატმა დაკავებულების 10 000-10 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლება მოითხოვა.

ძმებ კაკულიებს არაყიშვილის ქუჩაზე სერგი ქურთიაშვილის ჯგუფურად მკვლელობის მცდელობას, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის ჯგუფურად, მართლსაწინააღმდეგო შეძენას, შენახვას, ტარებას, ასევე, საზღვრის უკანონო კვეთას ედავებიან. აღნიშნული დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 13-დან 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ძმებ კაკულიების მიერ სხვა დანაშაულებრივ ფაქტებთანზე, გამოძიება ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება, მათ შორის, ნიკა კვარაცხელიას მკვლელობის საქმესთან შესაძლო შემხებლობასთან დაკავშირებით. საგამოძიებო უწყების ცნობით, ბრალდებულებმა დანაშაული სომხეთშიც ჩაიდინეს, სწორედ აღნიშნულთან დაკავშირებით, საქართველოს სამართალდამცავი ორგანოები სომხეთის შესაბამის კომპეტენტურ ორგანოებთან აქტიურად თანამშრომლობენ.

RELATED ARTICLES

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

კვირის ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები