პოლონეთში მყოფი ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი ანაცხადებს, რომ უკრაინას ქვეყნისა და ეკონომიკის მშენებლობაში დაეხმარებიან.
“დაგეხმარებით, რომ ხელახლა ააშენოთ ქვეყანა და ეკონომიკა. თქვენი სახლები, სკოლები, საავადმყოფოები და ბიზნესი. უკრაინის უსაფრთხო და წარმატებული მომავალი”. -ვარშავაში მიმდინარე დონორთა მაღალი დონის საერთაშორისო კონფერენციაზე მიშელმა განაცხადა.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტის განცხადებით, უკრაინის დასახმარებლად შექმნილი სოლიდარობის ფონდი შესაძლოა ევროპული “მარშალის გეგმის” საწყისი იყოს. უნდა აღინიშნოს, რომ საერთაშორისო კონფერენციაში საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილიც მონაწილეობს.