Monday, December 11, 2023
spot_img
მთავარიმსოფლიოდასავლეთის ქვეყნები მტრულად განწყობილი სახელმწიფოები არიან, რადგან რასაც ისინი აკეთებენ ომია

დასავლეთის ქვეყნები მტრულად განწყობილი სახელმწიფოები არიან, რადგან რასაც ისინი აკეთებენ ომია

რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერი, დიმიტრი პესკოვი აცხადებს, რომ დასავლეთის ქვეყნები, მათ შორის შეერთებული შტატებიც, რომელიც ჰიბრიდულ ომს რუსეთის წინააღმდეგ აწარმოებს, მტრულად განწყობილ სახელმწიფოებად იქცნენ.

„რაც ახლა ხდება, ჰიბრიდული ომია. ეს არ შემოიფარგლება მხოლოდ აშშ-ის და ბრიტანელი მრჩევლებით, რომლებიც შეიარაღებულ უკრაინელ ნაციონალისტებს ეუბნებიან, რა უნდა გააკეთონ და აწვდიან მათ დაზვერვის მონაცემებს და ასე შემდეგ. ეს არის დიპლომატიური და პოლიტიკური ომი. ცდილობენ ჩვენს იზოლირებას მსოფლიოში, ეს არის ეკონომიკური ომი.“- აღნიშნა პესკოვმა.

„მართალია, ჩვენ მათ რბილად ვუწოდებთ არამეგობრულ სახელმწიფოებს, მაგრამ უნდა ითქვას, რომ ისინი მტრულად განწყობილი სახელმწიფოები არიან, რადგან რასაც ისინი აკეთებენ ომია“. – განაცხადა პესკოვმა.

ის დარწმუნებულია, რომ რუსეთი გაიმარჯვებს და ყველა მიზანს მიაღწევს.

“დარწმუნებულნი ვართ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და დარწმუნებული ვართ, რომ გავიმარჯვებთ, მივაღწევთ ყველა მიზანს.” – განაცხადა მან.

დიმიტრი პესკოვის მტკიცებით, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა იცის, საით ქვეყანა მიჰყავს.

„პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა იცის, საით მიჰყავს ქვეყანა. მას მთელი ქვეყანა უჭერს მხარს. მას მხარს უჭერენ ახალგაზრდები, ყველა თაობა მას მხარს უჭერს.“- დარწმუნებით აღნიშნა პესკოვმა.

RELATED ARTICLES

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

კვირის ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები