უნდა მოვახდინოთ დიდი კონსოლიდაცია იმისთვის, რომ მიხეილ სააკაშვილი იყოს გაყვანილი ქვეყნიდან, პოლიტიკური იძულების მწამდა და მწამს, იმიტომ, რომ ასეთი მაგალითები მინახავს, – ამის შესახებ ,,ნაციონალური მოძრაობის” წევრმა ეკა ხერხეულიძემ რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში სააკაშვილის მონახულების შემდეგ განაცხადა.
მისივე თქმით, ნებისმიერი მსჯელობა და ეჭვები იმასთან დაკავშირებით თუ როგორ არის სააკაშვილი უსაფუძვლოა და თუ ადამიანის სიცოცხლე გვაინტერესებს, მისი საქართველოდან გაყვანა დაუყოვნებლივ უნდა მოხდეს.
,,ხაზგასმით საუბარია ორგანულ დაავადებაზე, რომლის განკურნებაც ამ პირობებში სრულიად შეუძლებელია. თუ ამას არ ეშველება, შედეგი გაცილებით მძიმე იქნება და უკეთესობა ვერ დაგვხვდება. დაუყოვნებლივ უნდა მოხდეს ამ ადამიანის გაყვანა საქართველოდან, თუ გვაინტერესებს ადამიანის სიცოცხლე.
გუშინ ვუსმინეთ კომპეტენტურ ადამიანებს, რომლებმაც საგანგაშოდ მიიჩნიეს სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა. ნებისმიერი მსჯელობა და ეჭვები იმასთან დაკავშირებით თუ როგორ არის სააკაშვილი, არის უსაფუძვლო”, – აღნიშნა ეკა ხერხეულიძემ.