Monday, December 5, 2022
spot_img
მთავარისამართალიდეტექტივს,რომლის ტყვიასაც წყნეთში ახალგაზრდა მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა, პატიმრობა შეეფარდა

დეტექტივს,რომლის ტყვიასაც წყნეთში ახალგაზრდა მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა, პატიმრობა შეეფარდა

წყნეთში დაკავების დროს მოკლული კაცის საქმეზე ბრალდებული დეტექტივი დააკავეს. პატიმრობა თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, მიხეილ ჯინჯოლიამ შეუფარდა.

“პოლიციელის კანონით გათვალისწინებული პირობის არარსებობის მიუხედავად, საბრძოლო მდგომარეობაში მოიყვანა მისი კუთვნილი იარაღი და მისი გამოყენებით შეეცადა ზურაბ გველესიანის დაკავებას. გველესიანი არ დაემორჩილა წურწუმიას მოთხოვნას, რის შემდეგაც შეეცადა მის დაკავებას შებოჭვის გზით, რა დროსაც იარაღი იყო მოყვანილი საბრძოლო მდგომარეობაში. დაკავების დროს ერიკ წურწუმიამ გაუფრთხილებლობით განახორციელა გასროლა გველესიანის მიმართულებით, რამაც მისი სიცოცხლიას მოსპობა გამოიწვია”. – განაცხდა პროკურორმა.

სასამართლო სხდომაზე ბრალდებულმა ერიკ წურწუმიამ.  განაცხადა, რომ ადასტურებს მოკლული კაცის მისი იარაღიდან სიკვდილს.

“სამწუხარო ფაქტი მოხდა… მთელი ცხოვრება უნდა ვიცხოვრო ამით და რა უნდა ვთქვა”. – განაცხადა ბრალდებულმა.

RELATED ARTICLES

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

კვირის ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები