Thursday, December 1, 2022
spot_img
მთავარიმსოფლიო"დიდი შვიდეულის" ლიდერები პრეზიდენტ ვოლოდმირ ზელენსკისთან ერთად ვირტუალურ კონფერენციას გამართავენ

“დიდი შვიდეულის” ლიდერები პრეზიდენტ ვოლოდმირ ზელენსკისთან ერთად ვირტუალურ კონფერენციას გამართავენ

უკრაინასთან დაკავშირებით დღეს, “დიდი შვიდეულის” ლიდერები პრეზიდენტ ვოლოდმირ ზელენსკისთან ერთად ვირტუალურ კონფერენციას გამართავენ და ვიდეოკონფერენციის საშუალებით ოფიციალური კიევისთვის გაწეულ დასავლურ მხარდაჭერას განიხილავენ. გერმანიის მთავრობის პრესსპიკერის ცნობით, ვირტუალური შეხვედრის მასპინძელი გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი იქნება, ხოლო უკრაინის პირველი პირი ლიდერებს მის ქვეყანაში არსებულ ვითარებაზე მიაწვდის ინფორმაციას. გამოცემა „გარდიანის“ ცნობით, სავარაუდოდ რუსეთის წინააღმდეგ დამატებითი სანქციების დაწესება ან სულ მცირე, იმ უზარმაზარი ეკონომიკური სასჯელის გამკაცრება განიხილება, რომელმაც რუსეთი უკვე დააზარალა. გარდა ამისა, დღეს ბრიუსელში ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩების შეხვედრაც შედგება. ისინი ოფიციალური მოსკოვის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციების მეექვსე პაკეტს განიხილავენ, რომელიც ამჯერად რუსული ნავთობის იმპორტის ეტაპობრივ აკრძალვას უნდა მოიცავდეს.

RELATED ARTICLES

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

კვირის ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები