Friday, December 2, 2022
spot_img
მთავარიმსოფლიოდიდმა ბრიტანეთმა რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის ახლო გარემოცვას სანქციები დაუწესა

დიდმა ბრიტანეთმა რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის ახლო გარემოცვას სანქციები დაუწესა

დიდმა ბრიტანეთმა რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის ახლო გარემოცვას სანქციები დაუწესა. კერძოდ, სიაშია ყოფილი ტანმოვარჯიშე ,ალინა კაბაევა. არსებობს ვარაუდი, რომ კაბაევა პუტინთან ახლო ურთიერთობაშია და მათ საერთო შვილებიც ჰყავთ.

სანქციები შეეხო პუტინის ყოფილ ცოლს, ლუდმილა პუტინას, რომელსაც ოფიციალურად 2014 წელს გაშორდა. სიაშია ასევე კაბაევას ბებია, ანა ზაცეპოლინა, პუტინის სამი ნათესავი და მისი ქალიშვილის ნათესავებიც არიან.

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში ამბობენ, რომ უშუალოდ პუტინის აქტივები მოკრძალებულია, ხოლო ცხოვრების მისი სტილი მისი ოჯახის, მეგობრებისა და რუსული ელიტისგან ფინანსდება, რომლებსაც სახელმწიფო თანამდებობებითა და სიმდიდრით აჯილდოებს.

მოსალოდნელია, რომ ალინა კაბაევა ევროკავშირის სანქციების მეექვსე პაკეტშიც მოხვდება, რომლის მიღებაც ნავთობის ემბარგოს საკითხის გამო გაიწელა.

RELATED ARTICLES

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

კვირის ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები