რუსულმა ჯარებმა დნეპროპეტროვსკის ოლქის ქალაქი ზელენოდოლსკი დაბომბეს. ამის შესახებ ინფორმაცია ზელენოდოლსკის თემის ხელმძღვანელი, დმიტრო ნევესელი ავრცელებს.
დაბომბვამ ქალაქში კომუნალური სისტემების დაზიანება გამოწვია.
,,დაბომბვის შედეგად დაზიანებულია კომუნალური სისტემები. ელექტროენერგია და წყალმომარაგება შეწყდა. სარემონტო სამუშაოები დილიდან დაიწყება”. – განაცხადა დმიტრო ნევესელიმ.
უკრინული მედიის ინფრომაციით, დმიტრო ნევესელიმ განაცხადა რომ თავდასხმას მსხვერპლიარ მოჰყოლია. თემის ხელმძღვანელმა მოსახლეობას სიმშვიდის შენარჩუნებისკენ მოუწოდა.