Sunday, September 24, 2023
spot_img
მთავარისაზოგადოებადუბაი-ბათუმის მიმართულებით პირდაპირი ფრენები იხსნება

დუბაი-ბათუმის მიმართულებით პირდაპირი ფრენები იხსნება

აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ინფორმაციით, ივნისის თვიდან, დუბაიდან ბათუმის მიმართულებით პირდაპირი ფრენები დაიწყება. ავიაკომპანია Fly Dubai ზაფხულის ტურისტული სეზონის ბოლომდე კვირაში სამიჯერ იფრენს. ბათუმის მიმართულებით ფრენებს Air Arabia-ც გეგმავს, რომელიც პირდაპირ რეისებს დუბაი – ბათუმი შეასრულებს.

არაბეთის გაერთიანებული საამიროები აჭარისთვის ერთ-ერთი საინტერესო ტურისტული ბაზარია, სადაც რეგიონის პოპულარიზაციის მიზნით საქმიანი შეხვედრები, როგორც ტურიზმის ისე სამთავრობო უწყებების წარმომადგენლებთან მიმდინარეობდა. მოლაპარაკებები ემირატების უმსხვილეს საავიაციო და სამოგზაურო სერვისების მიმწოდებელ კომპანიასთან DNATA მიმდინარეობს, რომელიც მილიონობით მგზავრს ბათუმის ტურისტული პაკეტების აქტიურად შეთავაზებს.

RELATED ARTICLES

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

კვირის ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები