Sunday, September 24, 2023
spot_img
მთავარისაზოგადოებადღეიდან პირბადეების გამოყენება სავალდებულო მხოლოდ ტრანსპორტში და კლინიკებში იქნება

დღეიდან პირბადეების გამოყენება სავალდებულო მხოლოდ ტრანსპორტში და კლინიკებში იქნება

დღეიდან პირბადის გამოყენება სავალდებულო მხოლოდ საზოგადოებრივ ტრანსპორტში და სამედიცინო დაწესებულებებში იქნება. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღაარიბაშვილმა მთავრობის სახდომაზე განაცხადა.

ისი თქმით, საკითხზე ჯანდაცვის მინისტრთან, ზურაბ აზარაშვილთან იმსჯელა და გადაწყვეტილება ამის საფუზველზე მიიღო.ასევე აღნიშნა,რომ დღეიდან ყველა სხვა რეგულაცია იხსნება.

„ჩვენ გვქონდა მსჯელობა,ბატონი ზურაბ აზარაშვილი ჯანდაცვის ექსპერტებს შეხვდა და მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ დღეიდან პირბადეების სავალდებულო გამოყენება იქნება მხოლოდ დატოვებული სამედიცინო დაწესებულებებში და საზოგადოებრივ ტრანსპორტში. ასე, რომ დღეიდან ყველა სხვა რეგულაცია მოიხსნება.ძალიან სტაბილური სურათი გვაქვს. კოვიდთან დაკავშირებული სიტუაცია დასტაბილურდა. ძალიან მშვიდი ვითარებაა ამ მიმართულებით. ეს გვაძლევს საშუალებას, რომ რეგულაციები კიდევ უფრო შევამსუბუქოთ. დღეიდან მოიხსნება პირბადის სავალდებულო ტარება, მათ შორის სკოლებშიც, რადგან ბავშვები განსაკუთრებით წუხან. დინამიკას დავაკვირდებთ და შესაბამისად ვიმოქმედებთ”,-განაცხადა ღარიბაშვილმა.

 

RELATED ARTICLES

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

კვირის ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები