Tuesday, November 29, 2022
spot_img
მთავარიმსოფლიოევროკავშირის ქვეყნებს რუსეთის საწინააღმდეგო ახალი სანქციების პროექტი გაეგზავნა

ევროკავშირის ქვეყნებს რუსეთის საწინააღმდეგო ახალი სანქციების პროექტი გაეგზავნა

ევროკომისიამ ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს რუსეთის საწინააღმდეგო სანქციების ახალი, მეექვსე პაკეტის პროექტი წარუდგინა, რომელიც მოიცავს ნავთობის იმპორტის აკრძალვასაც. ამის შესახებ სააგენტოები AFP და dpa ევროკავშირის დიპლომატიურ წყაროებზე დაყრდნობით იუწყებიან.

მათი ინფორმაციით, წევრი სახელმწიფოებისთვის ამ პროექტით, რუსული ნავთობის იმპორტი ეტაპობრივად, 6-8 თვის განმავლობაში უნდა აიკრძალოს. გამონაკლისი დაიშვება უნგრეთისა და სლოვაკეთისთვის, რომლებიც სხვებზე მეტად არიან დამოკიდებული რუსეთიდან ნავთობის იმპორტზე.

დიპლომატიური წყაროების თანახმად, ევროკომისიის მიერ შეთავაზებული პროექტი შესაძლოა სადაო გახდეს, რადგან გამონაკლისის დაშვებას ჩეხეთი და ბულგარეთიც მოითხოვენ. ეს ქვეყნები აცხადებენ, რომ მათი ეკონომიკაც ძლიერადაა რუსულ ნავთობზე დამოკიდებული.

რუსეთის საწინააღმდეგო სანქციების მეექვსე პაკეტის განხილვა ევროკავშირის სახელმწიფოებმა დღეიდან, 4 მაისიდან უნდა დაიწყონ. გადაწყვეტილების მისაღებად 27-ვე ქვეყნის თანხმობა საჭიროა.

RELATED ARTICLES

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

კვირის ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები