Tuesday, September 26, 2023
spot_img
მთავარიმსოფლიოევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები უკრაინისთვის კიდევ 500 მილიონი ევროს გამოყოფაზე...

ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები უკრაინისთვის კიდევ 500 მილიონი ევროს გამოყოფაზე შეათანხმდნენ

ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრებმა ბრიუსელში შეხვედრისას უკრაინისთვის კიდევ 500 მილიონი ევროს გამოყოფა შეათანხმეს, შეიარაღების შესაძენად და თავდაცვის სხვა ხარჯებისთვის.

16 მაისს, საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჟოზეპ ბორელმა , საღამოს განაცხადა, რომ მას შემდეგ, რაც გადაწყვეტილებას წევრი სახელმწიფოების ლიდერები დაამტკიცებენ, უკრაინისთვის ევროკავშირის მიერ უკვე გაწეული სამხედრო დახმარება 2 მილიარდ ევროს მიაღწევს. ბორელის განცხადებით, ამ ომში უკრაინის გამარჯვების იმედი აქვთ, რომ უკრაინელები დამპყრობლებს საკუთარ საზღვრებს მიღმა განდევნიან.

ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრები, რუსეთის საწინააღმდეგო სანქციების მეექვსე პაკეტზე ვერ შეთანხმდნენ, რომლის უმთავრესი პუნქტი რუსული ნავთობის იმპორტის აკრძალვაა. ემბარგოს უნგრეთი ეწინააღმდეგება.უკრაინაზე თავდასხმის გამო რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეექვსე პაკეტის ამოქმედების საკითხის განხილვას წევრი სახელმწიფოების ელჩები გააგრძელებენ. თუ მათი მოლაპარაკებაც უშედეგო აღმოჩნდება, უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანის დარწმუნებას შეეცდებიან ევროკავშირის წევრი ქვეყნების მეთაურები. სამიტი 30-31 მაისს გაიმართება.

RELATED ARTICLES

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

კვირის ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები