Sunday, November 27, 2022
spot_img
მთავარიმსოფლიოევროკავშირი ომის ძალადობის მსხვერპლ უკრაინელ ქალებს ეხმარება

ევროკავშირი ომის ძალადობის მსხვერპლ უკრაინელ ქალებს ეხმარება

ევროკომისია უკრაინაში გენდერული და სექსუალური ძალადობის მსხვერპლთა მხარდასაჭერად 1,5 მილიონ ევროს გამოყოფს.

თანხა პირველ რიგში, ომის დროს ძალადობის მსხვერპლი უკრაინელი ქალებისა და გოგონების დასახმარებას მოხმარდება.

დახმარების პროგრამა ითვალისწინებს:
• შესაბამისი აღჭურვილობის მიწოდებას;
• ორსული ქალებისთვის სასწრაფო დახმარების ნაკრების მიწოდებას;
• გადაუდებელი მეანობისა და ახალშობილთა მოვლის ორი მობილური სამედიცინო ცენტრის შექმნას.

ევროკომისარი კრიზისების მართვის საკითხებში იანეზ ლენარჩიჩი:

„ისტორიამ არაერთხელ აჩვენა, რომ ომებისა და კონფლიქტების ძირითადი ტვირთი ქალებზე მოდის, უკრაინის ომი არ არის გამონაკლისი. ჩვენ ყველაფერს ვიზამთ უკრაინაში ქალებისა და გოგონების დასაცავად. მინდა შევახსენო რუსეთს, რომ გაუპატიურება, როგორც ომის იარაღი, არის საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის დარღვევა ყველაზე სასტიკი ფორმით, რომელიც დაუსჯელი არ დარჩება. ”

RELATED ARTICLES

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

კვირის ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები