Sunday, September 24, 2023
spot_img
მთავარიმსოფლიოევროკავშირი რუსეთს შანტაჟში ადანაშაულებს

ევროკავშირი რუსეთს შანტაჟში ადანაშაულებს

ევროკავშირმა მოსკოვს “შანტაჟში” დასდო ბრალი მას შემდეგ, რაც რუსეთის სახელმწიფო ენერგოკომპანიამ, გაზპრომმა, სრულად შეუჩერა გაზის მიწოდება ბულგარეთს და პოლონეთს – რაც წარმოადგენს მიწოდების შეწყვეტის პირველ შემთხვევას ევროპელი მომხმარებლისთვის, მას შემდეგ, რაც საერთაშორისო მოკავშირეებმა რუსეთს მკაცრი სანქციები დაუწესეს უკრაინაში შეჭრის გამო.

გაზპრომი 27 აპრილის განცხადებაში ამბობს, რომ მან “სრულად შეაჩერა” გაზის მიწოდება ევროკავშირის ორი წევრისთვის, რადგან ისინი ფასს რუბლებში არ იხდიან – ანუ არ ასრულებენ პირობას, რომელიც გასულ თვეში რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა დააწესა “არამეგობრული” უცხოელი შემსყიდველებისთვის, სანქციებით დასუსტებული რუსეთის ვალუტის მხარდაჭერის მიზნით.

“გაზოპრომის განცხადება, რომ ის ცალმხრივად წყვეტს გაზის მიწოდებას ევროპელი მომხმარებლისთვის, წარმოადგენს რუსეთის კიდევ ერთ მცდელობას გაზი გამოიყენოს შანტაჟის ინსტრუმენტად.ჩვენ მზად ვართ ამგვარი სცენარისთვის … წევრმა ქვეყნებმა შეიმუშავეს სათადარიგო გეგმები სწორედ ასეთი სცენარისთვის, და ჩვენ მათთან ვმუშაობდით კოორდინაციით და სოლიდარობით”. – წერს ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი განცხადებაში.

პოლონეთმა დაადასტურა მიწოდების შეწყვეტა, ბულგარეთის პრემიერ-მინისტრი, კირილ პეტკოვი ამბობს, რომ რუსეთის ნაბიჯი წარმოადგენს მოქმედი კონტრაქტის მძიმე დარღვევას, და რომ “ცალმხრივი შანტაჟი მიუღებელია”.

RELATED ARTICLES

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

კვირის ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები