Friday, December 2, 2022
spot_img
მთავარიმსოფლიოევროკავშირი რუსეთ უკრაინას შორის შუამავალი ვერ იქნება

ევროკავშირი რუსეთ უკრაინას შორის შუამავალი ვერ იქნება

რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებებში, ევროკავშირი შუამავალი ვერ იქნება- განაცხადა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ჯოზეფ ბორელმა.

„ჩვენ არა. რუსები არ მიიღებენ, ისევე როგორც ჩვენ არ მივიღებთ რუსეთს შუამავლად”, – განაცხადა ბორელმა. ასევე დასძინა, რომ “ჩინეთი არც შესაფერისი, რადგან ის რუსეთისკენ არის მიდრეკილი. თურქეთი კი ძალიან კარგ საქმეს აკეთებს. ორივე მხარესთან კარგი ურთიერთობა აქვს”.

ბორელის თქმით, საუკეთესო ვარიანტი გაერო იქნებოდა და მოლაპარაკების შედეგი მხოლოდ უკრაინამ, რუსეთმა და შუამავალმა უნდა განსაზღვრონ.გარდა ამისა, ბორელის თქმით, ევროკავშირი გააგრძელებს უკრაინისთვის იარაღის მიწოდებას და ასევე შეეცდება რუსეთის ეკონომიკის შესუსტებას და ქვეყნის საერთაშორისო იზოლაციას.

ბორელმა აღნიშნა, რომ „გაზი სტრატეგიული პროდუქტია, რადგან ის არა მხოლოდ ენერგიის წყარო, არამედ ნედლეულიც არის ნავთობქიმიური მრეწველობისთვის”.

„ახლა ჩვენ ახალი მომწოდებლების პოვნა გვჭირდება” – განაცხადა ბორელმა.

RELATED ARTICLES

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

კვირის ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები