Wednesday, October 4, 2023
spot_img
მთავარიმსოფლიოევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი: სანქციების ახალი პაკეტი მოიცავს რუსეთიდან ნახშირის...

ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი: სანქციების ახალი პაკეტი მოიცავს რუსეთიდან ნახშირის იმპორტისა და რუსული გემების ევროკავშირის პორტებში შესვლის აკრძალვას

ევროკომისიის ხელმძღვანელმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა სანქციების ახალ, მეხუთე პაკეტზეც ისაუბრა, რომელიც შესაძლოა რუსეთის წინააღმდეგ დაწესდეს.

მისი თქმით, შემოთავაზებულია რუსეთიდან ქვანახშირის იმპორტის აკრძალვა წელიწადში 4 მილიარდი ევროს ოდენობით და ოთხ მთავარ რუსულ ბანკთან ოპერაციების სრული აკრძალვა, მათ შორის, სიდიდით მეორე რუსული ბანკის VTB ჩათვლით.

ევროკავშირი აპირებს აკრძალოს ევროკავშირის პორტებში რუსული გემების , რუსული და ბელორუსული გადამზიდების შესვლაც. ასევე აკრძალოს რუსეთში 10 მილიარდი ევროს ღირებულების ნახევარგამტარების, მანქანებისა და სატრანსპორტო აღჭურვილობის ექსპორტი.

გარდა ამისა, მან დასძინა, რომ რუსულ კომპანიებს აეკრძალებათ მონაწილეობა ევროკავშირის სახელმწიფო შესყიდვებში და ასევე ფინანსური მხარდაჭერა რუსეთის სამთავრობო უწყებებისთვის. შემაკავებელი ზომები გავლენას მოახდენს ინდივიდებზეც.

“დღეს 40-ზე მეტი ქვეყანა დააწესებს ასეთ სანქციებს. უაღრესად მნიშვნელოვანია მთელი მსოფლიოსთვის მკაფიო პოზიციის დაფიქსირება. მკაფიო პოზიცია პუტინის ომის საწინააღმდეგოდ. მშვიდობიანი მოსახლეობის ხოცვა-ჟლეტის წინააღმდეგ”, – განაცხადა მან.

მისი თქმით, ევროკავშირი ასევე მუშაობს რუსეთის წინააღმდეგ დამატებითი სანქციების დაწესებაზე, რაც გავლენას მოახდენს ნავთობის იმპორტზე.

ურსულა


ევროკავშირის სანქციები და ზოგიერთი ევროპული ქვეყნის მიერ რუსი დიპლომატების გაძევება მოჰყვა, რუსეთის უკრაინაში შეჭრას და კიევის გარეუბან, ბუჩაში მშვიდობიანი მოქალაქეების გენოციდს, რომელიც თვეზე მეტია ოკუპირებულია რუსი სამხედროების მიერ.

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დიმიტრი კულებამ საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს მოუწოდა ბუჩაში მისიის გაგზავნისკენ. რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ კიევის მახლობლად, ბუჩაში დაღუპული მშვიდობიანი მოსახლეობის ფოტოებსა და ვიდეოებს “მორიგი პროვოკაცია” და “დასავლური მედიისთვის კიევის რეჟიმის მიერ დადგმული” უწოდა.

ევროკავშირმა განაცხადა, რომ „გმობს რუსეთის შეიარაღებული ძალების მიერ უკრაინის რიგ ქალაქებში ჩადენილი დანაშაულებების“. ურსულა ფონ დერ ლაიენმა ომის დანაშაულების დოკუმენტაციისთვის, ერთობლივი საგამოძიებო ჯგუფების უკრაინაში გაგზავნა მოითხოვა.

RELATED ARTICLES

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

კვირის ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები