Friday, December 9, 2022
spot_img
მთავარიმთავარიევროპარლამენტმა მხარი დაუჭირა რეკომენდაციას, რომელიც მიესალმება უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს განაცხადებზე სწრაფ...

ევროპარლამენტმა მხარი დაუჭირა რეკომენდაციას, რომელიც მიესალმება უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს განაცხადებზე სწრაფ გადაწყვეტილებას

ევროპარლამენტმა მხარი დაუჭირა რეკომენდაციას, რომელიც მიესალმება უკრაინის, მოლდოვასა და საქართველოს ევროკავშირის წევრობის განაცხადზე საბჭოს სწრაფ გადაწყვეტილებას და სამივე ქვეყანას რეფორმების წინსვლისკენ მოუწოდებს.

რეკომენდაციაში ნათქვამია, რომ რუსეთის მზარდი საფრთხის ფონზე, ევროპის მშვიდობისა და სტაბილურობისთვის გაფართოების გაძლიერებული პოლიტიკა ევროკავშირის ხელთ არსებულა უძლიერესი გეოპოლიტიკური ინსტრუმენტია.

“იმისთვის, რომ იყოს უფრო სანდო და ეფექტური გლობალური მოთამაშე, ევროკავშირმა უნდა შეცვალოს გადაწყვეტილების მიღების პროცედურები ახალი წევრების მიღებასთან დაკავშირებით, გააუქმოს ერთსულოვნების საჭიროება და შეცვალოს იგი კვალიფიციური უმრავლესობით. ევროპარლამენტარები ასევე მოუწოდებენ წევრ ქვეყნებს, შეასრულონ ევროკავშირის ვალდებულებები დასავლეთ ბალკანეთისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების მიმართ და უზრუნველყონ, რომ კანდიდატ ქვეყნებს არ შესთავაზონ ალტერნატივა ევროკავშირის სრული წევრობის ნაცვლად. ევროპარლამენტარები ითხოვენ, რომ გაფართოების პროცესის სათავეში დემოკრატიული რეფორმა და კანონის უზენაესობა დადგეს.

ევროპარლამენტარები ითხოვენ, რომ გაფართოების პროცესის სათავეში დემოკრატიული რეფორმა და კანონის უზენაესობა დადგეს მონიტორინგის, ანგარიშგების, შეფასების და პირობითობის გაუმჯობესებასთან ერთად.

ევროპარლამენტის წევრების მიერ მიღებული რეკომენდაცია გაფართოების ახალი სტრატეგიის შესახებ ევროკავშირს მოუწოდებს ევროკავშირის დაფინანსება და მისი ხელშესახები შედეგები უფრო თვალსაჩინო გახადოს გაფართოების ქვეყნებში. მათ ასევე სურთ, რომ ევროკავშირმა იმუშაოს ამ ქვეყნების პოლიტიკურ, საარჩევნო და სხვა დემოკრატიულ პროცესებში მესამე მხარის ჩარევაზე.

ამავე დროს, უზრუნველყოფილი უნდა იყოს, რომ ევროკავშირთან დაკავშირებული რეფორმების პროცესში ნებისმიერი სტაგნაცია ან უკან დახევა სანქცირებული იქნება რეალურ დროში, თუმცა ევროკავშირმა ასევე უნდა დააჯილდოოს კანდიდატი ქვეყნები, როდესაც ისინი მიაღწევენ მდგრად პროგრესს, მათ შორის ევროკავშირის ერთიან ბაზარზე მათი ეტაპობრივი შეყვანის გზით”, – წერია განცხადებაში.

რეკომენდაციას მხარი დაუჭირა 502-მა დეპუტატმა, 75 მის წინააღმდეგ იყო, 61-მა კი თავი შეიკავა.

პოლიტიკა

RELATED ARTICLES

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

კვირის ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები