ევროსაბჭომ რუსეთიდან შემოსულ ნავთობს შესძლოა, ემბარგო დაადოს, როგორც საფრანგეთის ეკონომიკისა და ფინანსთა მინისტრი, ბრუნო ლე მარი აცხადებს. ეს პროცესი უახლოეს კვირებში დაიწყება.
„ნავთობს რუსეთისთვის დღეში 700 მილიონი დოლარი მოაქვს, ამიტომ მისი აკრძალვა რუსულ ეკონომიკასა და ხელისუფლებას სერიოზულ ზიანს მიაყენებს. აუცილებელია, რომ ამ საკითხზე ევროსაბჭოს ყველა წევრ ქვეყანასთან შეთანხმებას მივაღწიოთ. ჯერჯერობით ეს ასე არ არის“, – განაცხადა მინისტრმა.
მანამდე ანალოგიური სურვილი უნგრეთის ხელისუფლებამაც გამოთქვა და განაცხადა, რომ რუსული ნავთობის ემბარგოს მხარს უჭერს. ამ იდეის მხარდამჭერია საფრანგეთის ყოფილი საპრეზიდენტო კანდიდატი მარინ ლე პენიც.
ემანუელ მაკრონმა ცოტა ხნის წინ კი განაცხადა, რომ ქვეყანას რუსული ნავთობი არ სჭირდება და ისინი აქტიურად მუშაობენ, რომ საფრანგეთმა გაზი სხვა ქვეყნებისგან შეიძინოს.