Monday, December 5, 2022
spot_img
მთავარისპორტიევროპის მოსახლეობამ ტალახაძე საუკეთესოდ აღიარა

ევროპის მოსახლეობამ ტალახაძე საუკეთესოდ აღიარა

ევროპის ძალოსნობის ფედერაციის მიერ ჩატარებული გამოკითხვის შედეგად, სადაც ხმის მიცემა ელექტრონულად მიმდინარეობდა, კონტინენტის მოსახლეობამ საუკეთესოდ ლაშა ტალახაძე ცნო! ხმათა უმრავლესობით მსოფლიოს მრავალგზის უძლიერესი ძალოსანი ევროპაშიც საუკეთესოდ დასახელდა.

აღსანიშნავია, რომ ევროპის ფედერაციამ საუკეთესოთა გამოსავლენად გამოკითხვა პირველად ჩაატარა და ევროპის ჩემპიონატების 100 წლის იუბილეს დაამთხვია.

ლაშა ტალახაძეს ჯილდო ალბანეთში, ევროპის ჩემპიონატის გახსნის საიუბილეო ღონისძიებაზე გადაეცემა!

შეგახსენებთ, რომ ლაშა ტალახაძემ 2021 წელს ოლიმპიური, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატები მოიგო და რეკორდებიც დაამყარა. სწორედ ამიტომ, გასაკვირი არცაა, რომ ის 2021 წლის საუკეთესო ძალოსნად აღიარეს!

გოგონათაშორის საუკეთესოდ რუმინელი ტომა ლორედანა აღიარეს.

RELATED ARTICLES

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

კვირის ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები