Saturday, June 10, 2023
spot_img
მთავარისამართალიევროპის საბჭომ ლექსო ლაშქარავას გარდაცვალება მედიის შესახებ ანგარიშში შეიტანა

ევროპის საბჭომ ლექსო ლაშქარავას გარდაცვალება მედიის შესახებ ანგარიშში შეიტანა

ევროპის საბჭომ, ჟურნალისტიკის დაცვის და ჟურნალისტების უსაფრთხოებისთვის შექმნილი პლატფორმის ანგარიში გამოაქვეყნა, რომელიც 2021 წელს ევროპის საბჭოს წევრ ქვეყნებში მომხდარ ფაქტებს ასახავს. გამოქვეყნებული ანგარიში: „პრესის თავისუფლების დაცვა დაძაბულობის და კონფლიქტების დროს“, პლატფორმის 15-მა პარტნიორმა არასამთავრობო ორგანიზაციამ მოამზადა.

საქართველოს შესახებ ანგარიშში ნათქვამია, რომ 2021 წლის 11 ივლისს, საკუთარ სალხში ტელეკომპანია „პირველის“ ოპერატორი , 37 წლის ლექსო ლაშქარავა გარდაცვლილი ნახეს. ანგარიშის ავტორები წერენ, რომ ლექსო ლაშქარავა ერთ-ერთი იყო მედიის 50-მდე წარმომადგენელს შორის, რომლებსაც 5 ივლისს, ლგბტქ თემის მოწინააღმდეგენლრბს, მოძალადეები დაესხნენ თავს, თბილისში პრაიდის მარშის გაშუქებისას.

ანგარიშში ნათქვამია, რომ ლაშქარავას დამტვრეული ჰქონდა სახის ძვლები და ოთხი დღის განმავლობაში სამედიცინო ცენტრში მკურნალობდნენ. პრესის თავისუფლების დამცველები მკაცრად აკრიტიკებდნენ, ჟურნალისტის სიკვდილის ფაქტის გამოძიებას, მათ შორის იმას, რომ ექსპერტიზის შედეგები ხელმისაწვდომი არ იყო ხუთი თვის შემდეგაც, ძალადობაზე პასუხისმგებელი პირების გამოსავლენად ძალისხმევის არარსებობას ასახელებენ.

2021 წლის ივლისის მოვლენები მოხვდა სხვა ანგარიშებშიც. მათ შორის მსოფლიოში ადამიანის უფლებების ასრებული მდგომარეობის შესახებ. 12 აპრილს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში. სახელმწიფო დეპარტამენტმასაქართველოს მთავრობა გააკრიტიკა, რომელმაც არ გამოიძია და არ დასაჯა 5-6 ივლისის ძალადობის ორგანიზატორები.

მედიის წარმომადგენლებზე ძალადობის შემდეგ, სამართალდამცავებმა უშუალოდ თავდასხმებში მონაწილე 27 პირი დააკავეს, თუმცა, ორგანიზატორთა პასუხისმგებლობის საკითხი ამ დრომდე არ დამდგარა.

RELATED ARTICLES

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

კვირის ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები