Monday, December 11, 2023
spot_img
მთავარიმსოფლიოევროპული საბჭო უკრაინას 9 მილიარდი ევროს გამოუყოფს

ევროპული საბჭო უკრაინას 9 მილიარდი ევროს გამოუყოფს

ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის განცხადებით, საბჭო მზადაა, უკრაინას 9 მილიარდი ევრო დახმარების სახით, გამოუყოს.

“ევროპული საბჭო უკრაინის დახმარებას “დიდ შვიდეულთან“ ერთად გააგრძელებს. “ევროპული საბჭო მზადაა, უკრაინას 9 მილიარდი ევრო გამოუყოს. ძლიერი და კონკრეტული მხარდაჭერა უკრაინის რეკონსტრუქციაში.” – მან „ტვიტერზე“ დაწერა.

შარლ მიშელმა ეს განცხადება ევროკავშირის ლიდერების, ბრიუსელში გამართული შეხვედრის შემდეგ გააკეთა, სადაც ისინი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეექვსე პაკეტის განსახილველად შეიკრიბნენ.

RELATED ARTICLES

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

კვირის ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები