Friday, December 2, 2022
spot_img
მთავარიპოლიტიკაელენე ხოშტარია - ბიძინა ივანიშვილს რუსეთში ბიზნესი აქვს და მისი პარტნიორი, ვლადიმერ...

ელენე ხოშტარია – ბიძინა ივანიშვილს რუსეთში ბიზნესი აქვს და მისი პარტნიორი, ვლადიმერ ევტუშენკოვი სამხედრო დანაშაულის მონაწილეა

პარტია “დროას” ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ “ქართული ოცნების” დამფუძნებლის, ბიზნესმენ ბიძინა ივანიშვილის სანქცირების საფუძვლებზე ისაუბრა. მან განაცხადა რომ ივანიშვილს რუსეთში ბიზნესი აქვს და აღნიშნა, რომ მისი რუსი პარტნიორი, ვლადიმერ ევტუშენკოვი სამხედრო დანაშაულის მონაწილეა. პოლიტიკოსმა აღნიშნული განცხადება დაეყრდნო “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” კვლევაზე დაყრდნობით გააკეთა.

“ევტუშენკოვი, რომელიც არის ბიძინა ივანიშვილის აწ უკვე დადასტურებული ძალიან ახლო პარტნიორი და საერთო საქმეში მყოფი, არის სამხედრო კრიმინალი, სანქცირებული მონაწილე, დამნაშავე უკრაინის და არამხოლოდ სამხედრო ოპერაციებში, რაც პასუხისმგებლობას, რა თქმა უნდა, ანიჭებს ბიძინა ივანიშვილს და რაც არის მისი სანქცირების კიდევ ერთი საფუძველის”, – განაცხადა ხოშტარიამ.

მან თავისი განცხადების გასამყარებლად ევტუშენკოვთან დაკავშირებით რამდენიმე მაგალითიც დაასახელა;

  1. “ის იყო აბსოლუტურად ყველა სამხედრო დანაშაულის მონაწილე პუტინის სამხედრო ოპერაციების დროს. ეს იყო სირიაში, ყირიმში, დონბასში, ლუგანსკში და მაიდანის დროს. ის აფინანსებდა, სამხედრო აღჭურვილობით ამარაგებდა ყველა ამ სამხედრო ოპერაციას. იყო იანუკოვიჩის მეგობარი. მან იანუკოვიჩს გადასცა ბინა, დაასახლა, მისცა ფინანსური რესურსი რუსეთში მოწყობისთვის”;
  2. “მის მმართველობაშია მსოფლიო ასეულში შემავალი სამხედრო კავშირგაბმულობის კომპანია”;
  3. “ის არის შოიგუს ბიზნესპარტნიორი. შოიგუ შვილის მეშვეობით მართავს კომპანიას, რომელშიც მას აქვს ჩადებული მილიარდნახევარი რუბლი და ის ამ კომპანიის მმართველობაშიც შევიდა”;
  4. “მისი კომპანია აწარმოებს დრონებს, რომელიც კონკრეტულად ახლა ომის დროს უკრაინაში გამოიყენება, ბომბავს ხალხს”.
RELATED ARTICLES

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

კვირის ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები