Sunday, September 24, 2023
spot_img
მთავარიპოლიტიკაენმ-ის დეპუტატმა ანი წითლიძემ ნინო წილოსანს რუსეთ-საქართველოს ომზე წიგნი აჩუქა

ენმ-ის დეპუტატმა ანი წითლიძემ ნინო წილოსანს რუსეთ-საქართველოს ომზე წიგნი აჩუქა

„ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა ანი წითლიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე „ქართული ოცნების“ დეპუტატ ნინო წილოსანს წიგნები რუსეთ-საქართველოს ომი და 100 ამბავი საქართველოს დემოკრატიულ მმართველობაზე აჩუქა.

წითლიძის თქმით, წიგნებში მარკერითაა გახაზული ის ძირითადი ნაწილები, რაც წილოსანმა უნდა იცოდეს, იმისთვის, რომ სამარცხვინო განცხადებები არ გააკეთოს.

“წილოსანმა რამდენიმე დღის წინ სამარცხვინო განცხადება გააკეთა, რომ თურმე რუსეთს ამხელა შეურაცხყოფა არ მიუყენებია საქართველოსთვის, რამხელაც მიაყენა უკრაინამ. ამიტომაც მე მინდა, მას გადავცე საჩუქრად ორი წიგნი – რუსეთ-საქართველოს ომი და 100 ამბავი საქართველოს დემოკრატიულ მმართველობაზე, სადაც მარკერით არის გახაზული ის ძირითადი რაღაცები, რაც ქალბატონმა წილოსანმა უნდა იცოდეს, იმისთვის, რომ მსგავსი სამარცხვინო განცხადებები არ გააკეთოს”, – განაცხადა ანი წითლიძემ.

RELATED ARTICLES

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

კვირის ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები