Sunday, February 5, 2023
spot_img
მთავარირეგიონიენმ–ის წევრები გორში პოლიციაში მივიდნენ და ოფისის დარბევის საქმის გამოძიება მოითხოვეს 

ენმ–ის წევრები გორში პოლიციაში მივიდნენ და ოფისის დარბევის საქმის გამოძიება მოითხოვეს 

ენმ -ს გორის ორგანიზაციის წევრები მათი ოფისის დარბევის საქმის მიმდინარეობით დაინტერესდნენ და პოლიციაში მივიდნენ.

პარტიის ერთ-ერთი წევრისა და გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ოპოზიციონერი წევრის, ანი ბალიაშვილის განცხადებით, მათი ოფისის დარბების ფაქტები სათანადოდ არ გამოიძიეს, რადგან ქვეყანაში შერჩევითი სამართალია.

“სამი თვის წინ, არამხოლოდ გორში, არამედ სხვადასხვა ქალაქებში ნაციონალური მოძრაობის რამდენიმე ოფისი დაარბიეს პუტინისტურმა დაჯგუფებებმა. არც ერთ შემთხვევაზე გამოძიება არ არის წარმართული ნორმალურად და ამ დრომდე პასუხიც კი არ აქვთ, არის თუ არა ვინმე გამოვლენილი აღნიშნულ ქმედებებში. იმ ფონზე როდესაც, “ქართული ოცნების” ოფისზე პატარა წარწერის გამო, ახალგაზრდებს სასამართლოებს უმართავენ, სამი თვის თავზე გამოძიებაც კი არ არის ნორმალურად ჩატარებული. ეს არის შერჩევითი სამართალი”, – განაცხადა ანი ბალიაშვილმა.

ინფორმაციისთვის, სამი თვის წინ გორში, ენმ-ს ოფისზე წითელი საღებავებით გაურკვეველი წარწერები დატოვეს, უფრო ადრე კი ჩაატვრიეს მინები და ინვენტარი.

RELATED ARTICLES

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

კვირის ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები