Thursday, December 1, 2022
spot_img
მთავარიპოლიტიკაენმ უკრაინაში გენოციდად აღიარების შესახებ პარლამენტში დადგენილებას დაარეგისტრირებს

ენმ უკრაინაში გენოციდად აღიარების შესახებ პარლამენტში დადგენილებას დაარეგისტრირებს

ნაციონალური მოძრაობა უკრაინაში გენოციდის აღიარების თაობაზე პარლამენტში დადგენილებას დაარეგისტრირებს.

პარტიის თავმჯდომარემ, ნიკა მელიას განცხადებით, დადგენილება იქნება პოლიტიკური შეფასება – ბუჩაში ნანახმა დაარწმუნა თუ არა ქართული ოცნება, რომ უკრაინაში ნამდვილად გენოციდია.

“მაშინ, როდესაც ევროპული ქვეყნის არაერთმა პარლამენტმა მიიღო დადგენილება უკრაინაში გენოციდის აღიარების შესახებ, ჩვენი პარლამენტის თავმჯდომარე, რომელიც ადგილზე იყო ჩასული და ნახა, როგორ არის დახვრეტილი ხალხი, ხელებშეკრული ფეხმძიმე ქალები, ბავშვები, ვერ ბედავს თქვას, რა მოხდა სინამდვილეში”.

აქედან გამომდინარე, ნაციონალური მოძრაობა პარლამენტში დადგენილებას უკრაინაში გენოციდის აღიარების თაობაზე დაარეგისტრირებს. ეს უნდა გახდეს მორიგი ლაკმუსის ქაღალდი ბიძინა ივანიშვილისა და შალვა პაპუაშვილისთვის. ეს ბუნებრივია, არ იქნება იურიდიული და სამართლებრივი დეტალების გამორკვევის პროცესი, ეს იქნება პოლიტიკური შეფასება – ან კი ან არა. ბუჩაში ნანახმა ან დაარწმუნა ქართული ოცნება, რომ იქ ნამდვილად არის გენოციდი, ან ისინი ამ ყველაფერს უარყოფენ- თქვა მელიამ.

RELATED ARTICLES

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

კვირის ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები