აშშ-ს სახელმწიფო მდივანს, ენტონი ბლინკენს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი, ნედ პრაისი ანაცხადებს.
“სახელმწიფო მდივანი სრულად ვაქცინირებულია, ვირუსის წინააღმდეგ გაკეთებული აქვს ბუსტერიც და მხოლოდ მსუბუქ სიმპტომებს განიცდის”, – განაცხადა პრაისმა.
ენტონი ბლინკენი შაბათს კორესპონდენტების ვახშამს დაესწრო, სადაც ჯო ბაიდენიც იმყოფებოდა, თეთრი სახლის სპიკერი, ჯენ პსაკი ამბობს, რომ სახელმწიფო მდივანი პრეზიდენტს რამდენიმე დღე არ შეხვედრია, ამიტომაც კონტაქტად არ მიიჩნევა.