Friday, December 9, 2022
spot_img
მთავარიმთავარიერევანში, ОДКБ-ს სამიტის პარალელურად, მოქალაქეები პუტინის ვიზიტსა და რუსულ აგრესიას აპროტესტებენ

ერევანში, ОДКБ-ს სამიტის პარალელურად, მოქალაქეები პუტინის ვიზიტსა და რუსულ აგრესიას აპროტესტებენ

ერევანში, “კოლექტიური უსაფრთხოების შეთანხმების ორგანიზაციის”, იგივე ОДКБ-ს სამიტის პარალელურად, საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.

აქციაზე აქტივისტებთან და სომხეთის მოქალაქეებთან ერთად, ასობით უკრაინელი და რუსი მივიდა. ისინი სამიტის ერევანში ჩატარებას, ამ სამიტზე პუტინის დასწრებას აპროტესტებენ.

სომხური მედიის ინფორმაციით, ეროვნულ დროშებში გახვეული დემონსტრანტები რუსეთის მიერ უკრაინაში მიმდინარე ომსაც აპროტესტებენ – მათ ეჭირათ ტრანსფარანტები უკრაინის ქალაქებისა და დაბების სახელებით და ამბობენ, რომ ამ ადგილებში ოკუპანტებმა ომის დანაშაულები ჩაიდინეს.

„ჩვენ, რეალურად, მივიღეთ სიტუაცია, როდესაც რუსეთი და ბელარუსი მხარს უჭერდნენ აზერბაიჯანს პოლიტიკურად, ხოლო ОДКБ-ს სხვა წევრებს კი არაფერი გაუკეთებიათ“, – ამბობს აქციის ერთ-ერთი მონაწილე.

სომხეთის ოპოზიონერი პოლიტიკოსები კი ამბობენ, რომ ОДКБ-ს წევრი ქვეყნების ლიდერებისგან, რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის ერევანში ვიზიტს “ღირსეული წინააღმდეგობა უნდა მოჰყვეს”.

RELATED ARTICLES

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

კვირის ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები