Saturday, December 9, 2023
spot_img
მთავარიპოლიტიკა„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ფართომასშტაბიან აქციებს აანონსებს

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ფართომასშტაბიან აქციებს აანონსებს

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” აჭარის ორგანიზაციის განცხადებით, საგანგებო რეჟიმში გადადიან და ფართომასშტაბიან აქციებს იწყებენ.მათი თქმით, აქციები 6 მაისიდან გაიმართება. ამის შესახებ პარტიის წევრებმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს.

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრების განმარტებით,მათი მთავარი მოთხოვნაა,რომ მიხეილ სააკაშვილი უცხოეთში სამკურნალოდ გადაიყვანონ.

მათ აღნიშნეს, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმებულია, რაც არაერთი სამედიცინო დასკვნით დასტურდება.

“უკრაინაში მიმდინარე მოვლენების ფონზე კარგად გამოჩნდა, რომ ხელისუფლება რუსეთისადმი მაამებლურ გადაწყვეტილებებს იღებს, რაც კითხვის ნიშნებს აჩენს როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე საერთაშორისო საზოგადოებაში. ამ ფონზე, პოლიტიკური ანგარიშსწორებისა და რუსეთის საამებლად ხელისუფლება იყენებს წამებისა და არაადამიანური მოპყრობის უკიდურეს ფორმებს მიხეილ სააკშვილის მიმართ. საერთაშორისო საზოგადოება მესამე პრეზიდენტის პატიმრობას აფასებს, როგორც პოლიტიკურ დევნასა და ანგარიშსწორებას. ექსპერტები და სპეციალისტები ღიად აცხადებენ, რომ მესამე პრეზიდენტს ესაჭიროება დაუყოვნებლივ უცხოეთში, სპეციალიზირებულ სამკურნალო დაწესებულებაში მკურნალობა, რაზეც ხელისუფლება არ რეაგირებს, უფრო მეტიც აკრძალეს მასთან ექიმების შეშვება, საკვების მიწოდება. ხელისუფლება მიხეილ სააკაშვილს იმისათვის სჯის, რომ კრიმინალური და კორუმპირებული ქვეყანა გადააქცია წარმატებული რეფორმების ქვეყნად და 2008 წელს მან არ ჩააბარა ქვეყანა რუსეთს.

მოვითხოვთ:

1. მიხეილ სააკაშვილის დაუყოვნებლივ, ექსპერტების მიერ რეკომენდირებულ, სპეციალიზირებულ სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანას უცხოეთში;

2. შეწყდეს მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური დევნა, წამება და არაადამიანური მოპყრობა;მანამდე სანამ აღნიშნული მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება ჩვენ საგანგებო რეჟიმში მოგვიწევს მუშაობა:

1. ვიწყებთ მშვიდობიან საპროტესტო აქციებს, რომელიც ყოველდღიურად წარიმართება სხვადასხვა ფორმით. პირველი აქცია გაიმართება 2022 წლის 6 მაისს 7 საათზე, რუსთაველის ქუჩაზე, ბათუმის უნივერსიტეტთან.მოვუწოდებთ ჩვენს მოქალაქეებს, საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ორგანიზაციებს შემოგვიერთდნენ, რათა ჩვენი სიჩუმით არ გავხდეთ ხელისუფლების მიერ დაგეგმილი, მესამე პრეზიდენტის მკვლელობის თანამონაწილე”,- განაცხადა ელგუჯა ბაგრატიონმა

RELATED ARTICLES

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

კვირის ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები