Sunday, September 24, 2023
spot_img
მთავარიმსოფლიოესპანეთის ერთერთ ქალაქს უკრაინას დააქმევენ

ესპანეთის ერთერთ ქალაქს უკრაინას დააქმევენ

აღდგომის წინა, ვნების კვირის განმავლობაში, უკრაინა ერქმევა სევილიის მხარეში მდებარე ქალაქ ფუენტეს-დე-ანდალუსიას.

უკრაინის საელჩო ესპანეთში ფეისბუკზე წერს, რომ ქალაქის ხელისუფლების გადაწყვეტილებით, აღდგომის წინა, ვნების კვირის განმავლობაში, სევილიის მხარეში მდებარე ქალაქ ფუენტეს-დე-ანდალუსიას უკრაინა ერქმევა.

საელჩოს ცნობით, ქალაქის მცხოვრებთა ინიციატივით, უკრაინისადმი სოლიდარობის ნიშნად, ზოგიერთ ქუჩას დროებით კიევის, მარიუპოლის, ხარკოვის, ხერსონის და ოდესის სახელები უწოდეს.

უკრაინის დიპლომატიური წარმომადგენლობის ინფორმაციით, ფუენტეს-დე-ანდალუსიაში 7200 ადამიანი ცხოვრობს და ის მზად არის მიიღოს ომს გაქცული უკრაინელები, რომლებიც თავშესაფარს ესპანეთში ეძებენ.

RELATED ARTICLES

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

კვირის ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები