პოლონეთის პრეზიდენტმა ანდჟეი დუდა უკრაინაში ვიზიტის ფარგლებში ქალაქ ბუჩასაც ეწვია და უკრაინაში დღეს მიმდინარე ომს „ტერორიზმი“ უწოდა და აღნიშნა, რომ ისინი, ვინც დანაშაული ჩაიდინეს ბრძანების გამცემ პირებთან ერთად უნდა დაისაჯონ.
“ეს არ არის ომი, ეს ტერორიზმია”, – აღნიშნა დუდამ უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან და ბალტიის სამი ქვეყნის ლიდერებთან შეხვედრისას.