Tuesday, November 29, 2022
spot_img
მთავარიეკონომიკაეს ჩანაწერები არაფრის მთქმელია... მე არ მსურს ამ თემაზე საუბარი...

ეს ჩანაწერები არაფრის მთქმელია… მე არ მსურს ამ თემაზე საუბარი…

უსაფუძვლო აჟიოტაჟს უწოდებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი 25 აპრილს გავრცელებულ აუდიო ჩანაწერებს. სავარაუდოდ, მმართველი პარტიის დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილისა და რუსი სანქცირებული მილიარდერის, ვლადიმერ ევტუშენკოვის სატელეფონო ჩანაწერებზე, რის ავთენტურობაც ჯერ არ დადასტურებულა.

“საერთოდ, მე არ ვთვლი საჭიროდ, რომ პრემიერ-მინისტრმა განცხადებები უნდა გააკეთოს ასეთ გაუგებარ ჩანაწერებზე. ჩემთვის წარმოუდგენელია ასეთი ჩანაწერებით სპეკულირება და მით უმეტეს, სერიოზული კომენტარის გაკეთება. ჩვენ კარგად გვესმის, რომ ამ ფარული, ფალსიფიცირებული ჩანაწერების მთავარი მიზანი, ამოცანა არის საქართველოში ომის დაწყება და არიან გამწარებულები და სასოწარკვეთილები, მსგავსი სიყალბით ცდილობენ საზოგადოების და ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების შეცდომაში შეყვანას.

მე მეტს ვერაფერს ვიტყვი, ეს ჩანაწერები არაფრის მთქმელია… მე არ მსურს ამ თემაზე საუბარი…

მთელი ეს აჟიოტაჟი, ვითომ სკანდალები მიმართულია ერთი მიზნისკენ, რომ რაიმენაირად საქართველოში გაიხნას მეორე ფრონიტი. მას შემდეგ, რაც ჩვენმა გუნდმა მკაფიოდ განვაცხადეთ, რომ მეორე ფრონტი არ იქნება საქართველოში მას შემდეგ დაიწყო ეს”, – აღნიშნა ღარიბაშვილმა.

RELATED ARTICLES

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

კვირის ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები