Tuesday, November 29, 2022
spot_img
მთავარიპოლიტიკაექიმები კელი დეგნანს სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადასაყვანად დახმარებას სთხოვენ

ექიმები კელი დეგნანს სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადასაყვანად დახმარებას სთხოვენ

სხვადასხვა პროფილის ექიმებმა ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან აქცია გამართეს და აშშ-ის ელჩს საქართველოში, კელი დეგნანს მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ მკურნალობის პროცესში ჩართვისკენ მოუწოდეს.

“მივმართავთ ქალბატონ დეგნანს, იყოს უფრო აქტიური, რათა გადარჩეს ადამიანი, პაციენტი, რომელმაც პირველმა აიმაღლა ხმა მსოფლიო ბოროტების წინააღმდეგ. ეს მსოფლიო ჯალათი სჯის ჩვენს პრეზიდენტს, ადამიანს, რომელმაც გაიზიარა თანამედროვე სამყაროს წესები. ზუსტად ამ დემოკრატიული ღირებულების გაზიარების გამო, ის პუტინის მიერ გაცემული სპეციალური ბრძანების მიხედვით ისჯება, რომელსაც ეს ხელისუფლება ასრულებს”- ამბობენ ექიმები.

2 მაისის მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო გადაიდო.

მიხეილ სააკაშვილის ოჯახის წევრებმა მასშტაბური აქციები გუშინვე დაანონსეს.

27 აპრილს,  მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით, ომბუდსმენის მიერ შექმნილმა ექიმთა კონსილიუმმა მორიგი დასკვნა მოამზადა. დასკვნის თანახმად, მიხეილ სააკაშვილს ცილოვანი შიმშილი აქვს.  ექიმი აღნიშნავს, რომ სააკაშვილი დღეში რეგულარულად მოხმარებადი კალორიის დაახლოებით 1/4-ს იღებს, ორგანიზმი კი “საკუთარ თავს ინელებს”.

ექიმები განმარტებით,  ის ცილები, რომლებიც მას არ მიეწოდება, ორგანიზმი კუნთების დაშლის შედეგად იღებს ცილებს, შესაბამისად, ამ დროს კუნთოვანი მასა მკვეთრად მცირდება. მათი მოსაზრებით, ეს შესაძლოა იყოს რეზისტენტული პოსტტრავმული სტრესული აშლილობის და დეპრესიის გამომწვევი, რამაც საბოლოოდ  ანორექსია ანუ მადის დაქვეითება გამოიწვია.

RELATED ARTICLES

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

კვირის ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები