პრეზიდენტის მრჩეველს ჯანდაცვის საკითხებში სამედიცინო სფეროს რამდენიმე წარმომადგენელი, ქეთევან თათოშვილს შეხვდა. შეხვედრის თემა პატიმრობაში მყოფი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა იყო.
შეხვედრის დასრულების შემდეგ ექიმებმა მედიასთან განაცხადეს, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენელს დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთლების მდგომარეობის შესახებ, მზაობის შესახებ მოისმინეს, რომ საჭიროების შემთხვევაში ქმედითი ნაბიჯები სააკაშვილის ჯანმრთელობის უფლების დასაცავად გადაიდგას.
„როგორც გვითხრეს, თავად პრეზიდენტი დაინტერესებულია მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობით და თავად ქალბატონ სალომეს აინტერესებს ექიმებისგან დეტალები, თუ რა სიმძიმესთან გვაქვს საქმე და ჩვენ, ექიმები, ყველანაირად ვეცადეთ, რომ დეტალურად ჩაგვეყენებინა საქმის კურსში” – თქვა “კლინიკების ასოციაციის” პრეზიდენტმა ვილი პაჭკორიამ.
პროფესორ გიორგი ჩახუნაშვილს თქმით, მოისმინეს, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ამ საკითხს ყურადღებით ეკიდებიან.
“ჩვენ განვიხილეთ დეტალურად საკითხები, რომელიც ეხებოდა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას. ცალსახად იქნა ხაზგასმული, რომ ჩვენი მესამე პრეზიდენტი არის უმძიმეს მდგომარეობაში და ხაზი გავუსვით იმას, რომ მისი იქ გაჩერება და მკურნალობა წარმოუდგენელია, შეუძლებელია. ეს კარგად გადავეცით, კარგად მოგვისმინეს და მზაობა დადებითი გვაქვს, რომ აუცილებლად, როგორც ადამიანურად, როგორც მოქალაქეობრივად და როგორც პრეზიდენტი, რაღაც ქმედით ნაბიჯს გააკეთებს”, – განაცხადა გიორგი ჩახუნაშვილმა.
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, 29 აპრილს ექსპრეზიდენტ მიხელ სააკაშვილის შეწყალებასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ სააკაშვილის შეწყალება საზოგადოებაში პოლარიზაციას გაზრდიდა. სალომე ზურაბიშვილმა გამოკვეთა ჯანმრთელობასთან დაკავშირებული თემას გაუსვა ხაზი და თქვა, რომ მიხელ სააკაშვილისთვის დასმული მძიმე დიაგნოზი გარემოებებს შეცვლიდა.
“მე შევიწყალე სააკაშვილის პარტიის რამდენიმე ლიდერი მას შემდეგ, რაც მათ განაჩენი გამოუტანეს. ეს იყო შარშან, იმ დროს ვფიქრობდი, რომ ეს ხელს შეუწყობდა შერიგების და დეპოლარიზაციის პროცესს. ახლა ჩვენ სრულიად საპირისპირო პოზიციაზე ვართ – ეს არის ის, რომ სააკაშვილის შეწყალება საქართველოში ინტენსიური პოლარიზაციის საკითხი იქნება, რადგან არის ქვეყნის ნახევარი, რომელიც ერთ მხარეს მტკიცედ დგას და, ალბათ, უმეტესობა, უმრავლესობა, ნებისმიერი ფორმით შეწყალების წინააღმდეგია.