მეზობლების ინფორმაციით, პირი, რომელმაც ვაზისუბანში მძინარე მშობლები ზაზა ბეროზაშვილი და ლალი თავაძე ჯერ მოკლა, შემდეგ კი კვალის დაფარვის მიზნით, სახლს ცეცხლი წაუკიდა, კრიმინალური პოლიციის ყოფილი თანამშრომელია. მისივე ცნობით, დაკავებულ გიორგი ბეროზაშვილს ფსიქიკური პრობლემები არ ჰქონია და არც აზარტულ თამაშებს თამაშობდა.
“ზაზა ლექტორი იყო, ლექციებს კითხულობდა, ლალი დიასახლისი იყო. ოჯახის წევრებს კი ერთმანეთთან კარგი ურთიერთობა ჰქონდათ.მომხდარის გამო გაოგნებულები ვართ“, – თქვა მეზობელმა.
მეზობლის თქმით, ხანძრის შესახებ დაკავებულს დებმა დაურეკეს, რადგან ის შემთხვევის ადგილიდან დიდი ხნის წასული იყო.
შსს-ს ცნობით, 30 წლის გიორგი ბეროზაშვილმა მძინარე მშობლები ჯერ მოკლა, შემდეგ კი კვალის დაფარვის მიზნით, სახლს ცეცხლი წაუკიდა.