Sunday, September 24, 2023
spot_img
მთავარისაზოგადოებავაზისუბანში შვილმა მძინარე დედ-მამა დახოცა, კვალის დაფარვის მიზნით კი საცხოვრებელ სახლს ცეცხლი...

ვაზისუბანში შვილმა მძინარე დედ-მამა დახოცა, კვალის დაფარვის მიზნით კი საცხოვრებელ სახლს ცეცხლი წაუკიდა

ვაზისუბანში ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში გუშინ გაჩენილ ხანძარს წინ მკვლელობა უძღოდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს გავრცელებული განცხადების მიხედვით, 30 წლის პირმა მძინარე მშობლები ჯერ მოკლა, შემდეგ კი კვალის დაფარვის მიზნით, სახლს ცეცხლი წაუკიდა.

შსს-ს ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ კაცმა ბინაში მძინარე მშობლებს ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით თავის არეში დაზიანებები მიაყენა, რის შედეგადაც ორივე მათგანი ადგილზე გარდაიცვალა.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო მთავარი სამმართველოს და ისანი-სამგორის მთავარი სამმართველოს თანამშრომლების, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დადგინდა, რომ კაცმა ბინაში მძინარე მშობლებს ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით თავის არეში დაზიანებები მიაყენა, რის შედეგადაც ორივე მათგანი ადგილზე გარდაიცვალა. დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს”.

RELATED ARTICLES

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

კვირის ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები