Sunday, September 24, 2023
spot_img
მთავარირეგიონივანის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სახლში ათეულობით ქვეწარმავალი აღმოაჩინეს

ვანის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სახლში ათეულობით ქვეწარმავალი აღმოაჩინეს

ვანის მუნიციპალიტეტში,სოფელ დიხაშხოში ერთ-ერთ სახლში, სადაც ორი არასრულწლოვანი ცხოვრობს, ათეულობით ქვეწარმავალი აღმოაჩინეს. ვანის მერის ალექსანდრე გოგორიშვილის განცადებით, მდგომარეობა იმდენად რთული იყო, რომ თბილისიდან სპეციალური ჯგუფის გამოძახება გახდა საჭირო.

“ოჯახში ორი მცირეწლოვანია. გველები სახლის კედლებსა და ჭერში იყვნენ დაბუდებული. ოჯახის წევრებს ღამით სისინი ესმოდათ. ხუთი კაცი მუშაობს ადგილზე. როდესაც მოგვმართა ოჯახმა, სარეზერვო ფონდიდან სასწრაფოდ გამოვყავით თანხა და დავეხმარეთ. სახლი გალესილი არ არის და როგორც ჩანს, ამიტომ შეძვრნენ გველები შიგნით. როდესაც ეს სამუშაოები დასრულდება, ოჯახს სახლის მოწესრიგებაშიც დავეხმარებით”, -აცხადებს ვანის მერი ალექსანდრე გოგორიშვილი.

RELATED ARTICLES

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

კვირის ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები