Sunday, September 24, 2023
spot_img
მთავარისამართალივარკეთილში სპეცოპერაციისას დაკავებულ პირს სასამართლოს უპატივცემულობისთვის ბრალდება წარედგინა

ვარკეთილში სპეცოპერაციისას დაკავებულ პირს სასამართლოს უპატივცემულობისთვის ბრალდება წარედგინა

საქართველოს პროკურატურამ, სასამართლოს უპატივცემულობის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.

პროკურატურის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, 9 მაისს, მცხეთის რაიონულ სასამართლოში, პოლიციელზე თავდასხმისათვის ბრალდებულების – ბ.შ.-ს და გ.შ.-ს აღკვეთის ღონისძიების შერჩევის პროცესზე, სხდომის დარბაზში, მოსამართლის მიერ გადაწყვეტილების გამოცხადებისა და ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შემდეგ, ბრალდებულმა ბ.შ.-მ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა პროკურორებს და ფეხსაცმელი ისროლა.

„ბ.შ.-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 366-ე მუხლის პირველი ნაწილით (სასამართლოს უპატივცემულობა, რაც გამოიხატა სამართალწარმოების მონაწილის შეურაცხყოფით) წარედგინა. საქმეზე გრძელდება გამოძიება“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

RELATED ARTICLES

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

კვირის ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები