Sunday, February 5, 2023
spot_img
მთავარიმთავარივახტანგ გომელაური: “გარდაცვლილია 5 ადამიანი, მათ შორის 1 ჩვენი თანამშრომელია”

ვახტანგ გომელაური: “გარდაცვლილია 5 ადამიანი, მათ შორის 1 ჩვენი თანამშრომელია”

“გარდაცვლილია 5 ადამიანი, მათ შორის 1 ჩვენი თანამშრომელია”, – ამის შესახებ საგარეჯოში შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა ისაუბრა. მისი თქმით, ამ დროისთვის სპეცოპერაცია დასრულებულია.

„ძალიან მძიმე შემთხვევაა, მინდა მივუსამძიმრო ოჯახებს. გარდაცვლილია 5 ადამიანი და ერთი ჩვენი თანამშრომელია, სამწუხაროდ. 5 ადამიანია დაჭრილი, ერთი-ერთი არის მძიმედ, ოპერაცია უტარდება. ექიმები ვერ გვეუბნებიან რა სიმძიმისაა, არტერია აქვს დაზიანებული და ვერ გვეუბნებიან გადარჩება თუ არა. შემთხვევას ვერ ვხსნით ვერავინ თუ რა მოხდა. იმ მოქალაქის სახლში, რომელმაც ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან დაიწყო სროლა, მისი სრულწლოვანი შვილიც იმყოფებოდა. მსროლელმა ჯერ აივნის, შემდეგ კი მეორე მხრიდან დაიწყო სროლა, რის შემდეგაც შვილმა დატოვა სახლი, გამოვიდა. ადგილზე მოვიდა საპატრულო პოლიცია, შემდეგ მეორე მხრიდან გახსნა ცეცხლი, რის შედეგადაც დაიჭრა ჩვენი თანამშრომელი, რომელიც ოპერაციის დროს საავადმყოფოში გარდაიცვალა. როგორც ვიცით და ოპერატიულად დაგვიდასტურეს, რომ დამნაშავე მოქმედი სამხედროა არაა, 2021 წელს არის წამოსული სამხედრო სამსახურიდან. როგორც დაგვიდასტურეს ავღანეთის მისიაშიც ნამყოფია. რა მოხდა ჯერჯერობით არავინ იცის. სპეცდანიშნულების რაზმის ჩამოსვლისთანავე მოუწოდეს ცეცხლის შეწყვეტისკენ, დამნაშავემ კიდევ რამდენიმე გასროლა განახორციელა, როდესაც კარი შეაღო რაზმმა, გასროლის ხმა გაისმა და დამნაშავე საწოლზე გადაწოლილი, გვერდით ცეცხლსასროლი იარაღით დახვდათ, თავიდან სისხლი მოსდიოდა. ადგილზე ასევე ნახეს ხელყუმბარის რამდენიმე რგოლი, შეიძლებოდა ის იყო დანაღმული, გამოვიძახეთ გამნაღმველები, რომლებმაც ახლა დაასრულეს მუშაობა. შვილი ვერაფერს გვეუბნება. მისი თქმით, რომ გამოვიქეცი სახლიდან გვამები უკვე ძირს იყო დაგდებულიო. ამჟამად მიმდინარეობს გამოძიება, დაკითხვა. ჯერჯერობით მეტი ინფორმაცია არ გვაქვს“,- განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

 

RELATED ARTICLES

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

კვირის ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები