Sunday, September 24, 2023
spot_img
მთავარიეკონომიკავახტანგ ცინცაძე - ეკონომიკური აქტივობა გაიზარდა.

ვახტანგ ცინცაძე – ეკონომიკური აქტივობა გაიზარდა.

„მარტში ადგილობრივი ექსპორტის დაახლოებით 39 პროცენტიანი ზრდა დაფიქსირდა და 329.6 მლნ. აშშ დოლარს გაუტოლდა. მნიშვნელოვანია, რომ ისევე როგორც წინა თვეებში, მარტშიც ექსპორტის ზრდა, ძირითადად, ადგილობრივი ექსპორტის ზრდით იყო განპირობებული, რაც პირდაპირ არის დაკავშირებული ქვეყანაში წარმოებული ადგილობრივი პროდუქციის მოცულობის ზრდასთან, ადგილობრივი პროდუქციის მოცულობის ზრდა კი თავის მხრივ პოზიტიურად აისახება სამუშაო ადგილების შექმნასა და მოსახლეობის შემოსავლების ზრდაზე“. – განაცხადა ვახტანგ ცინცაძემ.

როგორც ცინცაძე „საქსტატის“ მიერ 2022 წლის მარტში საგარეო ვაჭრობის სტატისტიკის შეფასებისას აღნიშნა, მარტის თვეში დაფიქსირებული პოზიტიური ტენდენციები თავისთავად გადაითარგმნება ეკონომიკური აქტივობის ზრდაში.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ეკონომიკური ანალიზისა და რეფორმების დეპარტამენტის უფროსის განცხადებით, მარტში ექსპორტის ზრდა ადგილობრივი პროდუქციის მოცულობის ზრდას უკავშირდება, რაც გვაძლევს საშუალებას, ვთქვათ რომ ეკონომიკური აქტივობა გაიზარდა.

ვახტანგ ცინცაძის განცხადებით, 2022 წლის მარტში ქვეყნების მიხედვით ექსპორტი გაზრდილია სხვადასხვა ქვეყნებში, მათ შორის: ჩინეთში, აშშ-ში, თურქეთში, სომხეთში, იტალიაში, აზერბაიჯანში, პოლონეთში და ასევე რამდენიმე ახალ ბაზარზე.

RELATED ARTICLES

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

კვირის ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები