Tuesday, November 29, 2022
spot_img
მთავარისაზოგადოებავინ არის მიხაილო პოდოლიაკი - მოკლე ექსკურსი

ვინ არის მიხაილო პოდოლიაკი – მოკლე ექსკურსი

1989 წლიდან ცხოვრობდა ბელარუსში, სადაც მინსკის სამედიცინო უნივერსიტეტი დაამთავრა. ამის შემდეგ, 90-იან წლებში, სხვადასხვა ბელარუსულ ოპოზიციურ არხზე ჟურნალისტად მუშაობდა.

2004 წელს, პოდოლიაკი ბელარუსული გამოცემა Vremya-ს მთავარი რედაქტორის მოადგილე იყო, ე.წ. კგბ-მ მისი ქმედებები სახელმწიფო უსაფრთხოების ინტერესების საწინააღმდეგოდ ჩათვალა და ვითარების ფაბრიკაციაში დაადანაშაულა, რაც ქვეყანაში დესტაბილიზაციას ქმნიდა. შედეგად, ის ბელარუსიდან დაადეპორტეს და ქვეყანაში ჩასვლა 5 წლით აუკრძალეს.

2005 წელს პოდოლიაკი უკრაინული გამოცემის, Ukrainska Hazeta-ს მთავარი რედაქტორი იყო, სადაც პრეზიდენტ იუშენკოს მოწამვლის შესახებ საგამოძიებო მასალა გამოქვეყნდა.

2006 წელს პოდოლიაკი ასევე უკრაინულ გამოცემა Obozrevatel-ში ფრილანსერად მუშაობდა,

2011 წელს იგი ამავე გამოცემის მთავარი რედაქტორი გახდა.

2020 წელს უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩეველად დაინიშნა. უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ კი – რუსეთ-უკრაინას შორის სამშვიდობო მოლაპარაკებების ერთ-ერთიხელმძღვანელია.

ასევე, უკრაინული გამოცემა „ფოკუსის“ 2020 წლის ცნობით, პოდოლიაკი უკრაინის 100 ყველაზე გავლეინიან პირებს შორის მე-3 ადგილს იკავებს.

RELATED ARTICLES

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

კვირის ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები