ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი, გაბრიელიუს ლანდსბერგისის განცხადებუთ, რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის თანამდებობიდან გადაყენება რუსეთიდან მომავალი საფრთხისგან დასავლეთისა და მისი მოკავშირეების დასაცავად ერთადერთი გზაა.
ლანდსბერგისის თქმით, გამარჯვების დღეს პუტინის ყოველწლიური გამოსვლამ და გენერლების „პირქუშმა სახეებმა“ გამოაშკარავა, რომ რუსეთი უკრაინასთან ომში წარუმატებლობას განიცდის.
„ჩვენი გადმოსახედიდან, სანამ დღევანდელი რეჟიმი იქნება ხელისუფლებაში, მის გარშემო მყოფ ქვეყნებს გარკვეულწილად საფრთხე ემუქრებათ. არა მხოლოდ პუტინი, არამედ მთელი რეჟიმი, რადგან, ერთმა მათგანმა შეიძლება შეცვალოს პუტინი, მაგრამ შეიძლება მის ადგილას სხვა პუტინი დადგეს.“ – განაცხადა ლანდსბერგისმა.