რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის განცხადებით, უკრაინის ომში ჩარევის შემთხვევაში პასუხი “ელვისებური იქნება”.
“თუ ვინმეს მოუნდება, უკრაინის სიტუაციაში გარედან ჩაერიოს და რუსეთს სტრატეგიული ხასიათის მიუღებელი საფრთხე შეუქმნას – პასუხი ელვისებური იქნება. ამისთვის გვაქვს ყველა ინსტრუმენტი – ისეთი, რომლითაც ვერავინ დაიტრაბახებს. ჩვენ ტრაბახს არ ვაპირებთ – ჩვენ მათ გამოვიყენებთ, თუ საჭირო იქნება. და მინდა, რომ ამის შესახებ ყველამ იცოდეს”, – განაცხადა პუტინმა კანონმდებლების საბჭოზე.
პუტინმა რუსეთის მიმართ დაწესებულ სანქციებზეც ისაუბრა. ის კვლავ ცდილობს, რუსეთის მოსახლეობა დააჯეროს, რომ გლობალურ ფინანსურ და ეკონომიკურ სანქციებს ქვეყნისთვის მასშტაბური ზიანი არ მიუყენებია.