Sunday, September 24, 2023
spot_img
მთავარიმსოფლიოვლადიმირ პუტინი - „აზოვსტალის“ ქარხნის ტერიტორიაზე, კიევის ხელისუფლებამ ჯარს უნდა უბრძანოს რომ...

ვლადიმირ პუტინი – „აზოვსტალის“ ქარხნის ტერიტორიაზე, კიევის ხელისუფლებამ ჯარს უნდა უბრძანოს რომ დაყარონ იარაღი“

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა თურქეთის პრეზიდენტთან, რეჯეფ თაიფ ერდოღანთან სატელეფონო საუბარში განაცხადა, რომ კიევის ხელისუფლებამ „აზოვსტალის“ ქარხნის ტერიტორიაზე მყოფ სამხედროებს იარაღის დაყრის ბრძანება უნდა მისცეს, – ინფორმაციას კრემლის პრესსამსახური ავრცელებს.

„რაც შეეხება უკრაინელ სამხედროებს და ნაციონალისტური ბატალიონების “ბოევიკებს”, რომლებიც ბლოკირებულნი არიან „აზოვსტალის“ ქარხნის ტერიტორიაზე, კიევის ხელისუფლებამ უნდა აიღოს პოლიტიკური პასუხისმგებლობა, იხელმძღვანელოს ჰუმანური მოსაზრებებით და უბრძანოს, დაყარონ იარაღი“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

მათივე მტკიცებით, სამხედრო ტყვეებს გარანტირებული აქვთ სიცოცხლე, სამედიცინო დახმარება და მკურნალობა საერთაშორისო სამართლებრივი ნორმების შესაბამისად.

RELATED ARTICLES

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

კვირის ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები