Sunday, September 24, 2023
spot_img
მთავარიმსოფლიოვლადიმირ პუტინი აცხადებს, რომ რუსეთი ყველა გამოწვევას ღირსეულად უპასუხებს

ვლადიმირ პუტინი აცხადებს, რომ რუსეთი ყველა გამოწვევას ღირსეულად უპასუხებს

„რუსეთი ღირსეულად უპასუხებს ყველაზე რთულ გამოწვევებს და საფრთხეებს. თავდაჯერებულად გაივლის ყველა გამოცდას“,-განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა, ვოლოდმირ პუტინმა. ინფორმაცია „რია ნოვოსტი“-მ გაავრცელა.

„ადამიანების ასეთი ერთობა ძალიან ძვირფასია და იძლევა იმის გარანტიას, რომ რუსეთი ღირსეულად უპასუხებს ყველაზე რთულ გამოწვევებს და საფრთხეებს. თავდაჯერებულად გაივლის ყველა გამოცდას“, – განაცხადა პუტინმა.

კრემლის ლიდერის განცხადებით, რუსეთს ახსოვს დასავლეთი როგორ ახალისებდა ტერორისტებს ჩრდილოეთ კავკასიაში და ცდილობდა რუსეთის დანგრევას.

„გვახსოვს დასავლეთის სახელმწიფოები 90-იან, 2000-იან წლებში როგორ ახალისებდნენ ტერორისტებს და ბანდიტებს ჩრდილოეთ კავკასიაში, რომლებიც სპეკულირებდნენ ჩვენი წარსულის პრობლემებით, ჩვენი წარსულის უსამართლობებით… ამას აკეთებდნენ არა იმისთვის, რომ ჩვენ უკეთესად ვყოფილიყავით, სრულიადაც არა. იმისთვის აკეთებდნენ, რომ წარსულის პრობლემები დღევანდელ ცხოვრებაში გადმოეტანათ, ჩვენ ქვეყანაში სეპარატისტული განწყობის სტიმულირებისთვის, რათა საბოლოო ჯამში დაენაწევრებინათ და დაეშალათ ჩვენი ქვეყანა“ , – განაცხადა ვოლოდიმირ პუტინმა.

RELATED ARTICLES

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

კვირის ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები