Saturday, June 10, 2023
spot_img
მთავარიმსოფლიოვლადიმირ პუტინი აცხადებს, რომ დონბასა და უკრაინაში სპეცოპერაციის ყველა ამოცანას შეასრულებს

ვლადიმირ პუტინი აცხადებს, რომ დონბასა და უკრაინაში სპეცოპერაციის ყველა ამოცანას შეასრულებს

„ჩვენ მიერ უკრაინაში 24 თებერვალს დაწყებული სპეციალური სამხედრო ოპერაცია დონბასსა და უკრაინაში აუცილებლად შესრულდება, რათა ისტორიულ პერსპექტივაში დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების, ყირიმისა და მთელი ჩვენი ქვეყნის მცხოვრებლებისთვის მშვიდობის გარანტია შევქმნათ“ , – განაცხადა ვლადიმირ პუტინმა კანონმდებელთა საბჭოზე სიტყვით გამოსვლისას.

მისი თქმით, საჭიროა მკაფიოდ გააზრება, რომ რუსმა ჯარისკაცებმა და ოფიცრებმა აღკვეთეს რეალური საფრთხე, რომელიც რუსეთზე ჩამოწვა, თავისი მამაცობითა და გმირობით.

პუტინის თქმით, რუსეთს არ შეუძლია დაუშვას ანტირუსული ტერიტორიები ქვეყნის გარშემო.ასევ აღნიშნა, რომ რუსეთი კეთილგანწყობით ეკიდებოდა უკრაინის დამოუკიდებელი სახელმწიფოს შექმნას.

„როდესაც რუსეთი კეთილგანწყობით, მეგობრულად, ძმურად მიუდგა უკრაინის დამოუკიდებელი სახელმწიფოს შექმნას, მაშინ, რა თქმა უნდა, გამოვდიოდით იქიდან, რომ ეს იქნებოდა მეგობრული სახელმწიფო, რომ ერთად განვაგრძობთ სვლას წინ, გავაძლიერებდით და განვავითარებდით ერთმანეთს. დიახ, ახალ ისტორიულ პირობებში ისტორიულ რუსეთის ტერიტორიებზე ანტირუსეთზე არავინ ფიქრობდა და ჩვენ ამას არ დავუშვებთ“ , – განაცხადა პუტინმა.

RELATED ARTICLES

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

კვირის ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები